Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში 11-მდე გაიზარდა მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა რიცხვი


11-მდე გაიზარდა მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა რიცხვი ყაზახეთის ალმა-ათის ოლქში. ამის შესახებ იუწყება ყაზახეთის კრიმინალური პოლიციის უფროსი არმან ორაზალიევი. აქამდე მიღებულ ცნობებში საუბარი იყო რვა დაღუპულზე. ორაზალიევის ცნობით, ბოროტმოქმედთა ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ცივი იარაღით მოკლულთა გვამები ილე-ალათაუს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე იპოვეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვარაუდით, მასობრივი მკვლელობა შიდა დაპირისპირების ნიადაგზე შეიძლებოდა მომხდარიყო.
XS
SM
MD
LG