Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი წინ აღუდგება სირიის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნას


შაბათს რუსეთი წინ აღუდგა სირიის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნის შესაძლებლობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სკაი ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ფრენისთვის აკრძალული ზონა სირიის სუვერენიტეტის დარღვევა იქნებოდა. მართალია, გაეროს უშიშროების საბჭოს არცერთ წევრს არ წამოუჭრია ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნის საკითხი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გასულ კვირაში თქვა, რომ ვაშინგტონი არ გამორიცხავს ასეთ ვარიანტს. სირიის მეამბოხე ოპოზიციამ არაერთხელ ითხოვა ფრენისთვის აკრძალული ზონის დაწესება, რათა თავი დაიცვას სამთავრობო ავიაციის გახშირებული დარტყმებისგან.
XS
SM
MD
LG