Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი ავღანეთში ჩავიდა უცხოელ ჯარისკაცებზე იერიშების შესახებ მოსალაპარაკებლად


აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მარტინ დემპსი ავღანეთში ჩავიდა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წევრებთან და ავღანელ სამხედრო პირებთან მოსალაპარაკებლად. ვიზიტის ფონია უცხოელ ჯარისკაცებზე ავღანეთის უშიშროების ძალების წევრთა თავდასხმების გახშირება. ასეთმა იერიშებმა ბოლო ორ კვირაში 10 უცხოელი შეიწირა. ბოლო ინციდენტი მოხდა კვირას ყანდაარში, როცა ავღანეთის პოლიციელის ფორმიანმა მამაკაცმა მოკლა მრავალეროვანი ჯარების წევრი. შაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ მოუწოდა კარზაის, გააძლიეროს ნატოს ჯარებთან თანამშრომლობა გახშირებული ინციდენტების პრობლემასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG