Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლდა მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


დღეს განახლდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, რომელსაც ოპტიმისტურად აფასებს ირანის წარმომადგენელი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში, აშღარ სოლტანიე. როგორც მან ვენაში უთხრა ჟურნალისტებს, ორივე მხარე ცდილობს უთანხმოების დაძლევას. ატომური სააგენტო იძიებს მითითებებს, რომ ირანი მუშაობს ბირთვული იარაღის შესაქმნელ საიდუმლო პროგრამაზე. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - წარმომადგენლებთან ირანის დელეგაციის მოლაპარაკების ბოლო რაუნდი უშედეგოდ დასრულდა ივნისში.
XS
SM
MD
LG