Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ჩადის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, პეტერ მაურერი სირიაში ჩადის დღეს. ის სამშაბათს შეხვდება ბაშარ ალ-ასადს, ამ ქვეყნის პრეზიდენტს. მაურერის ვიზიტი სამ დღეს გასტანს. ამ თანამდებობაზე ივლისში დანიშვნის შემდეგ, ეს მაურერის საზღვარგარეთ პირველი სტუმრობაა. წითელი ჯვრის თანახმად, დამასკში შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს, კონფლიქტით გამოწვეული მწვავე ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას. სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ორშაბათს, ალეპოს რეგიონში სირიის არმიის ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმისას მეამბოხეთა ობიექტზე, 18 ადამიანი დაიხოცა. სირიელი უფლებადამცავები ადრე იტყობინებოდნენ, რომ მხოლოდ აგვისტოში სირიაში ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა. სულ, შარშან მარტში კონფლიქტის დაწყების შემდეგ დღემდე დახოცილთა რიცხვი 26 ათასია. ამ მონაცემს ავრცელებს ლონდონში მოქმედი სირიის უფლებადამცველების სამეთვალყურეო ჯგუფი.
XS
SM
MD
LG