Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“ ევროკომისიას უცხადებს, რომ რუსეთის კანონებით მოქმედებს


რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ აცხადებს, რომ სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიაა და რუსეთის კანონებით მოქმედებს. „გაზპრომი“ ასე გამოეხმაურა ევროპის კომისიის განცხადებას, რომ იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა „გაზპრომმა“ კონკურენციის შესახებ ევროკავშირის მიერ დადგენილი წესები. საქმე ეხება სამ შესაძლო დარღვევას - ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე გაზის თავისუფლად გადატუმბვისთვის ხელის შეშლას, გაზმომარაგების დივერსიფიკაციის წინააღმდეგ ზომების მიღებასა და კლიენტებისაგან უსამართლო ფასების მოთხოვნას. „გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ჯერ არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინება გამოძიების დაწყების შესახებ.
XS
SM
MD
LG