Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიებსა და პარტიების კანდიდატებს


დღეს, საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიებსა და პარტიებისა თუ საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. დღესვე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები რეგისტრაციაში გაატარებენ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატებს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ვალდებული არიან, რეგისტრაციიდან სამი დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებს შესაბამისი მოწმობები გადასცენ. გარდა ამისა, ცესკომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უნდა გამოაქვეყნოს რეგისტრირებული პარტიული სიები, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა ის მონაცემები, რომლებიც შეტანილ იქნება საარჩევნო ბიულეტენებში. საქართველოს პარლამენტის არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG