Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფებიან ნატოში ლიტვისა და ესტონეთის წარმომადგენლები


საქართველოში იმყოფებიან ნატოში ლიტვის და ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლები და პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე, რომლებიც ორი დღის განმავლობაში შეხვდებიან მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილებს და გორში დაათვალიერებენ სამხედრო ბაზას. პირველი შეხვედრა დიპლომატებმა დღეს გამართეს საქართველოს სახალხო დამცველთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნატოს სახელმწიფოთა წარმომადგენლები დაინტერესდნენ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით და წინასაარჩევნოდ მედიასთან დაკავშირებული პრობლემებით, მათ შორის სატელიტური ანტენების დაყადაღების მიზეზებით. ტუღუშის განცხადებით, დიპლომატებს ასევე აინტერესებდათ, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
XS
SM
MD
LG