Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები


საფრანგეთში სატირულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „ჩარლი ებდომ“ გამოაქვეყნა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები. საფრანგეთის საგარეო უწყების დავალებით, მსოფლიოში საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები მიმართავენ უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს კარიკატურებით აღშფოთებული მუსლიმებისაგან შესაძლო, მწვავე რეაქციის მოლოდინით. კარიკატურები გამოქვეყნდა წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ ამერიკული სატირული ფილმით ისლამურ სამყაროში გამოწვეული საპროტესტო გამოსვლების ფონზე. არეულობებსა და ძალადობას, რომელიც მოჰყვა შეერთებულ შტატებში კერძო პირის მიერ შექმნილი ფილმის ინტერნეტში გავრცელებას, სულ ცოტა, 19 ადამიანი შეეწირა. „ჩარლი ებდოს“ პარიზის ოფისზე 2011 წლის ნოემბერში მოეწყო თავდასხმა, ჟურნალში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG