Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს, სავარაუდოდ, მეტი მსხვერპლი ჰყავს, ვიდრე ცნობილია


შეერთებულ შტატებში ორი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად პაკისტანში გაცილებით მეტი სამოქალაქო პირი იღუპება, ვიდრე ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ. გამოკვლევა ჩაატარეს სტენფორდისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების თანამშრომლებმა. გამოკვლევის ავტორები არ აზუსტებენ დაღუპულების რიცხვს, არასაკმარისი მონაცემების გამო. მაგრამ პაკისტანის ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრის საფუძველზე, მკვლევრები უარყოფენ ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებს, თითქოს იერიშებს ან საერთოდ არ ახლდეს სამოქალაქო მსხვერპლი, ან სულ რამდენიმე ადამიანი იღუპებოდეს. კვლევის ავტორები ვაშინგტონს მოუწოდებენ, გადასინჯოს პროგრამა, რომელიც აშშ-თან თანამშრომლობის მიმართ უარყოფითად განაწყობს პაკისტანელებს.
XS
SM
MD
LG