Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში, ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა მფრინავი


სერბიის მიღებული ინფორმაციით, ბელგრადის მახლობლად, ოთხშაბათს მომხდარი საავიაციო კატასტროფის შედეგად დაიღუპა სამხედრო მფრინავი. ქალაქ ნოვა პაზოვის მერის განცხადებით, მფრინავი დაიღუპა, რადგან თვითმფრინავში დარჩა მანამ, ვიდრე საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლებს ააცილა. ქალაქის მერ ჯორჯე რადინოვიჩის თანახმად, თვითმფრინავი ჩამოვარდა საცხოვრებელი სახლების შორიახლოს, რითაც თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი და ნგრევა. კატასტროფის გამო კვიპროსში ვიზიტი შეწყვიტა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, რომელიც სასწრაფოდ დაბრუნდა სამშობლოში. სერბიის პროკურატურამ დაიწყო ავარიის მიზეზების შესწავლა.
XS
SM
MD
LG