Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ამერიკელი მეცნიერები გახდნენ


2012 წლის ნობელის პრემიიის ლაურეატებად ქიმიის დარგში ორი ამერიკელი მკვლევარი, რობერტ ლეფკოვიცი და ბრაიან კობილკა დაასახელეს. მეცნიერებს უმაღლესი ჯილდო მიენიჭათ გასცემს „G-პროტეინის წყვილი რეცეპტორების შესწავლისთვის“. აღნიშნული ცილები ქსოვილებს შორის სიგნალების გადაცემაში მონაწილეობენ. მანამდე ნობელის სტოკჰოლმის კომიტეტმა კიდევ ორი ლაურეატის ვინაობა გამოავლინა. 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები - სერჟ აროში და დევიდ უაინლენდი - გახდნენ კვანტური ოპტიკის დარგში გაწეული სამუშაოსთვის. შვედი მეწარმის, ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები პირველად 1901 წელს გამოვლინდნენ. პრემია გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგებში. ჯილდოები 10 დეკემბერს გადაეცემათ ლაურეატებს. 1896 წლის სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა ნობელი.
XS
SM
MD
LG