Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ სირიის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს, ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ სირიის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას სირიის დამატებით 28 მოქალაქისთვის და ორი კომპანიისათვის. შედეგად 181 ინდივიდამდე და 54 კომპანიამდე გაიზარდა ევროკავშირის შავ სიაში შეყვანილების რიცხვი. სანქციები მიმართულია იმ პირების და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებსაც კავშირი აქვთ რეპრესიებთან სირიაში. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ირანისა და ბელორუსიის წინაღამდეგ ახალ სანქციებზეც.
XS
SM
MD
LG