Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი


ბულგარეთში გარდაიცვალა ამ ქვეყნის მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მაქსიმე. ცნობა 98 წლის პატრიარქის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა. მაქსიმე 1971 წლიდან ედგა სათავეში ბულგარეთის ეკლესიას. კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ, მაქსიმეს ბევრი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე მოუწოდებდა გადადგომისაკენ, მაგრამ ის უარზე იდგა, რასაც რამდენიმე წელიწადში მოჰყვა განხეთქილება ბულგარეთის ეკლესიაში. მოგვიანებით პატრიარქმა შეძლო საეკლესიო ერთობის აღდგენა.
XS
SM
MD
LG