Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია ვითარებით სირიაში


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი აცხადებს, რომ შეშფოთებულია სირიაში ჰუმანიტარული ვითარებით და 20 თვის წინ დაწყებული კონფლიქტის „მილიტარიზაციით“. ბან კი-მუნმა ამ შინაარსის განცხადება გაკეთა კაიროში, არაბთა ლიგის გენერალურ მდივთან, ნაბილ ელარაბისთან საუბრის შემდეგ. ბან კი-მუნი გამოვიდა აგრეთვე მოწოდებით, გაიზარდოს სირიისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება. მისი თქმით, მეტი ძალისხმევაა საჭირო მეზობელ ქვეყნებში მყოფი სირიელი ლტოლვილების დასახმარებლადაც. საკუთრივ სირიიდან გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ჭურვები დაუშინეს ინფორმაციის სამინისტროს შენობას დამასკში. ცნობების თანახმად, მსხვერპლი არ არის.
XS
SM
MD
LG