თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თბილისის ვიცე-მერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი ადვოკატი ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას თავდებობით, ან გირაოთი, მაგრამ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შოთა ხიზანიშვილის თავდებობისთვის მზადყოფნას აცხადებდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის 12 წევრი. ხიზანიშვილს, რომელიც 15 ნოემბერს დააკავეს, ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შოთა ხიზანიშვილის საქმეზე
ყველაზე პოპულარული
1