Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერებში აზრთა სხვაობას იწვევს 2014-2022 წლების ბიუჯეტი


ბრიუსელში განახლდა ევროკავშირის ლიდერების მოლაპარაკება 2014-2022 წლების ბიუჯეტზე. მოლაპარაკების პირველი რაუნდი წუხელ დასრულდა ერთ ტრილიონამდე ევროს მომცველი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმების გარეშე. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისისა და მომჭირნეობის მკაცრი ზომების გამო, ბრიტანეთი, გერმანია და ევროკავშირის ბიუჯეტში დიდი წილის შემტანი სხვა ქვეყნები მოითხოვენ ხარჯების შემცირებას. როგორც პარასკევს მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ის არ მოელის ამ შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას. „ერთხელ უკვე ვთქვი, რომ დრამად არ მიმაჩნია, თუ დღეს მხოლოდ პირველ ეტაპს გავივლით. ეს მომდევნო საათებში გამოჩნდება. ჩემი აზრით, პოზიციები ჯერ კიდევ საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისაგან. თუ საჭიროდ მივიჩნევთ მეორე ეტაპს - საამისოდ დროს გამოვძებნით,“ - უთხრა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს ევროკავშირის სამიტის მეორე დღეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა დაადასტურა, რომ სამიტზე ჯერ არ მიუღწევიათ „საკმარისი წინსვლისათვის“. ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანას აქვს ვეტოთი სარგებლობის უფლება.
XS
SM
MD
LG