Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი ითხოვს მძიმედ დაავადებული პატიმრების გათავისუფლებას


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მძიმედ დაავადებული პატიმრების გათავისუფლების თხოვნით მიმართა შეწყალების კომისიას და საქართველოს პრეზიდენტს. სუბარი იმედოვნებს, რომ პატიმრების გათავისუფლება ახალ წლამდე მოხერხდება. მინისტრის თქმით, პატიმრების ციხეებში გაჩერება საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხოლო საზოგადოებისათვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ. სუბარის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამჟამად იმყოფება მძიმედ დაავადებული 137 პატიმარი.
XS
SM
MD
LG