Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დააკავეს ოლეგ მელნიკოვი


გუშინ უკრაინის დედაქალაქ კიევში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი. საშინაო უწყების ცნობით, მელნიკოვი საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა. 5 დეკემბერს მელნიკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ოლეგ მელნიკოვის სახელი ფიგურირებდა 2006 წელს სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმეში, რომელზეც გაასამართლეს, მოგვიანებით კი შეიწყალეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი. მელნიკოვი გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ გაუსამართლებიათ, მაგრამ საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებასთან ერთად პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლის საქართველოს ბიურომ უკრაინის სამმართალდამცველ ორგანოებში გაგზავნა მელნიკოვის წინასაექსტრადიციო პატიმრობისთვის და საქართველოში მისი ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტი.
XS
SM
MD
LG