Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ ლერი ხაბელოვი აირჩიეს


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ დღეს ლერი ხაბელოვი აირჩიეს. ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ჩატარდა კენჭისყრა, რომელზეც წარმოდგენილი იყო, ხაბელოვის გარდა, კიდევ ორი კანდიდატი - ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი, გია ნაცვლიშვილი. ხაბელოვი არის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის.
XS
SM
MD
LG