Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევონ ტერ-პეტროსიანი აღარ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში


სომხეთის პირველი პრეზიდენტი, ქვეყნის ოპოზიციური გაერთიანების „ეროვნული კონგრესის“ ლიდერი ლევონ ტერ-პეტროსიანი აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 2013 წლის თებერვალში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. ტერ-პეტროსიანი ამბობს, რომ მთავარი მიზეზი არჩვენებში მონაწილეობაზე უარის თქმისა მისია ასაკია. სომხეთის პირველი პრეზიდენტი 68 წლის ხდება. „საპრეზიდენტო კანდიდატის ოპტიმალური ასაკი, 40-დან 60-წლამდეა, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა უფრო ახალგზარდა და ენერგეტიკულმა პოლიტიკოსმა უნდა სცადოსო,“- განაცხადა ლევონ ტერ-პეტროსიანმა ერთ-ერთ სომხური გამოცემასთან ინტერვიუში. ოპოზიციის კიდევ ერთა ლიდერმა, მაგნატმა გაგიკ წარუკიანმაც განაცხადა, რომ არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG