Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრის გარდაცვალების გამო ციხის თანამშრომელი დაისაჯა


რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულ თემურ კორტავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დასრულებულია. ოფიციალური ინფომრაციით, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო, რაც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლევის დასრულების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა განეხორციელებინა კონტროლი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, უსაფრთხოების განყოფილების უფროსს და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს გამოეცხადათ სასტიკი საყვედურები, დაწესებულების დირექტორს კი - შენიშვნა.
XS
SM
MD
LG