Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების ორგანიზაცია „ფატაჰი“ აღნიშნავს იუბილეს ღაზის სექტორში


პალესტინელების ლიდერის, მაჰმუდ აბასის მოძრაობა „ფატაჰი“ 48-წლიან იუბილეს აღნიშნავს ღაზის სექტორში, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს „ფატაჰის“ მეტოქე ორგანიზაცია, „ჰამასი“. „ჰამასი“ პირველად დათანხმდა „ფატაჰის“ ზეიმის ჩატარებას მას შემდეგ, რაც 2007 წელს შეუდგა ღაზის სექტორის კონტროლს. ზეიმში მონაწილეობს ათიათასობით ადამიანი, მათ შორის „ფატაჰის“ რამდენიმე ლიდერი. ისინი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან, სადაც „ფატაჰის“ ცენტრალური ოფისი მდებარეობს, საგანგებოდ ჩავიდნენ ღაზის სექტორში, პარასკევს მთავარ ღონისძიებაზე დასასწრებად. ზეიმი ეძღვნება ისრაელის წინააღმდეგ „ფატაჰის“ გასამხედროებული ფრთის პირველ ოპერაციას, რომელიც 1965 წლის 1 იანვრით თარიღდება.
XS
SM
MD
LG