Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიეტნამში პატიმრობა მიუსაჯეს 13 აქტივისტს


ვიეტნამში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 13 აქტივისტს, კომუნისტური მთავრობის დამხობაში ბრალდების საფუძველზე. მსჯავრდებულებს შორის არიან კათოლიკური ჯგუფის წევრები, ბლოგერები და სტუდენტები. მათ დანაშაულად ჩაუთვალეს კავშირი შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ოპოზიციურ ჯგუფ „ვიეტ ტანთან“, რომელსაც ვიეტნამის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. აქტივისტები 2011 წელს იქნენ დაკავებული და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში რჩებოდნენ. ჰანოიში შეერთებული შტატების საელჩომ „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა განაჩენების გამო. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ვიეტნამის კომუნისტური მთავრობა ბოლოხანს სულ უფრო მკაცრად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG