პაკისტანში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავების იერიშისას. ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანში მდებარე სოფელ ხუშალი ნატასის მოსახლეებმა ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრეს, რომ საჰაერო რეიდი ხუთშაბათს დილით მოეწყო. დაზვერვის წყაროები ადასტურებენ, რომ იერიშის შედეგად დაიჭრა ორი სავარაუდო ექსტრემისტი და განადგურდა ექსტრემისტების ბანაკად მიჩნეული ობიექტი. არაფერს იუწყებიან იმის შესახებ, არიან თუ არა მსხვერპლს შორის თალიბანის, ან ალ-ყაიდის ხელმძღვანელობის წევრები.
ყველაზე პოპულარული
1