ეგვიპტეში წამყვანმა ოპოზიციურმა ჯგუფმა უარყო პრეზიდენტ მუჰამად მურსის მოწოდება ნაციონალური დიალოგისაკენ, ქვეყანაში ბოლო დღეების არეულობებთან დაკავშირებით. ოპოზიციური „ეროვნული ხსნის ფრონტის“ წარმომადგენელმა, მოჰამედ ელბარადეიმ „უშინაარსო“ უწოდა პრეზიდენტის მოწოდებას. კოალიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს მოლაპარაკებებზე დასწრებას, თუ მურსი იკისრებს სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას. კვირას მურსიმ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სუეცის არხთან მდებარე სამ ქალაქში და მათს მიმდებარე პროვინციებში, განვლილი კვირის მიწურულის არეულობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შემდეგ. არეულობა მოჰყვა სასიკვდილო განაჩენის გამოტანას გასულ წელს, პორტ საიდის სტადიონზე ძალადობაში ბრალდებული პირებისათვის. ხოლო დედაქალაქ კაიროდან გავრცელებული ცნობებით, ორშაბათს ზედიზედ მეხუთე დღე გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. ერთი ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ტაჰრირის მოედანთან, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის შეტაკებისას.
ყველაზე პოპულარული
1