Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯგუფის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ რეიტინგით, საქართველო მე-100 ადგილზეა


პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ რეიტინგით, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს, საქართველოს მე-100 ადგილი უკავია. წინა წელთან შედარებით, მან ოთხი ადგილით წინ წაიწია. მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს, ამ ორგანიზაციის მონაცემებით, მნიშვნელოვნად უსწრებს სომხეთი, რომელსაც 73-ე ადგილი აქვს მიჩენილი. მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიცია ავღანეთმა, რომელსაც 128-ე ადგილი ერგო (შარშანდელი 150-ის შემდეგ). სიაში ბოლო ადგილებზე არიან ჩრდილოეთი კორეა და ერითრეა, ხოლო ფინეთი ზედიზედ მესამე წელი აღიარეს ქვეყნად, სადაც მთელს მსოფლიოში ყველაზე უკეთ იცავენ მედიის თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG