Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს უცხოეთის უშიშროების სამსახურებს


სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პარუირ ჰაირიკიანი - რომელიც ხუთშაბათს ღამით ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - აცხადებს, რომ მისი ეჭვით, მის წინააღმდეგ თავდასხმის უკან „უცხო ქვეყნის უშიშროება“ დგას. ჰაირიკიანი ერევანში, ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას მან არ დააკონკრეტა რომელი ქვეყნის სპეცსამსახურზე საუბრობს - თუმცა განაცხადა, რომ ეს სამსახური მას უკვე „ბევრი წელია დევნის“. ამასთან, ჰაირიკიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ითხოვოს არჩევნების ორი კვირით გადადება, რაც დაშვებულია სომხეთის კონსტიტუციით. 63 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის სახლთან, ერევანში დაჭრეს. ოპერაციის შემდეგ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ ჭრილობა საფრთხეს არ უქმნის პაციენტის სიცოცხლეს. 18 თებერვლის არჩევნებისათვის, მის გარდა, დარეგისტრირებულია შვიდი კანდიდატი, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სერჟ სარქსიანი, რომელსაც მეორე ვადით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
XS
SM
MD
LG