დაპირისპირება ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
თბილისში დაპირისპირებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკაში შესვლის მცდელობისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატს ჩიორა თაქთაქიშვილს. შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არ ისარგებლეს ალტერნატიული დერეფნით, რომელიც მათ შსს-მ შესთავაზა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესასვლელად. ნაციონალური მოძრაობის წევრები უარყოფენ ასეთი დერეფნის არსებობის ფაქტს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან