Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ კასტრო 2018 წელს ხელისუფლების დატოვების პირობას დებს


კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წელს დატოვებს ხელისუფლებას. კასტრომ განცხადება კვირას გააკეთა, მას შემდეგ, რაც პარლამენტის გამხსნელ სხდომაზე კუბის ეროვნულმა ასამბლეამ ის მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩია კუბის პრეზიდენტად. მოულოდნელობად ჩაითვალა ის, რომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად პარლამენტმა 52 წლის მიგელ დიას-კანელი დაასახელა. თუკი კასტრო ვერ შეძლებს, მეორე ვადის ბოლომდე პოსტზე დარჩენას, სწორედ დიას-კანელი შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. 81 წლის რაულ კასტრომ თავისი ძმა ფიდელ კასტრო ოფიციალურად 2008 წელს ჩაანაცვლა პრეზიდენტის პოსტზე.
XS
SM
MD
LG