Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში დღეს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ”თალიბანმა” აიღო


დღეს, ადგილობრივი დროით 7:10 საათზე ავღანეთის დედაქალაქში, ავღანეთის არმიის ავტობუსის ახლოს თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება განახორციელა. პოლიციის ინფორმაციით, დაიჭრა თავდაცვის სამინისტროს 5 წარმომადგენელი და ერთი სამოქალაქო პირი. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, თავდამსხმელი ავტობუსში ასვლას ცდილობდა და როცა ამაში ხელი შეუშალეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა. ”თალიბანის” წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ მისი დაჯგუფება იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც, მისი თქმით, 17 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG