Accessibility links

პაკისტანში ჟურნალისტი მოკლეს


დაუდგენელმა პირებმა ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ უკონტროლო რეგიონში. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის „მაშაალის“ თანახმად, ჟურნალისტი მალაკ მუმთაზი 27 თებერვალს ჩრდილოეთ ვაზირისტანის დიდი ქალაქ მირანშანის პრეს-კლუბში მოკლეს. მუმთაზი კერძო ტელეკომპანია „გეო“-ში მუშაობდა. ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. პაკისტანის თალიბანის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეჰსანულა ეჰსანმა სააგენტო „ფრანს-პრესთან“ საუბარში დაგმო ჟურნალისტის მკვლელობა. ჟურნალისტების უფლებათადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ანგარიშის თანახმად, პაკისტანის მესამე ადგილზე სირიისა და სომალის შემდეგ, სადაც გასულ წელს 10 ჟურნალისტი მოკლეს მათი საქმიანობის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG