Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის მომავალი პრეზიდენტი: კომუნისტური პარტიის გადარჩენას კორუფცია უქმნის საფრთხეს


ჩინეთის მომავალი პრეზიდენტი, სი ძინპინი ოფიციალურ პირებს კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს, მმართველი კომუნისტური პარტიის გადარჩენის მიზნით. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში სი ძინპინი ამბობს, რომ კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების გარეშე პარტია ვერ შესძლებს მეასე წლისთავი იზეიმოს რვა წლის შემდეგ. სი ძინპინი კომუნისტური პარტიის ლიდერად ნოემბერში დაინიშნა. ჩინეთის პრეზიდენტის პოსტზე ის ჰუ ძინტაოს ყოველწლიურ სახალხო ეროვნულ კონგრესზე შეცვლის, რომელიც სამშაბათს, 5 მარტს დაიწყება. კომუნისტური პარტიის გადარჩენას ახალი პრეზიდენტისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად აღიქვამენ. ქვეყანაში მატულობს საპროტესტო გამოსვლები და სოციალური დაძაბულობა, მზარდი ეკონომიკური უთანასწორობისა და კორუფციის გამო.
XS
SM
MD
LG