სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ისინი დაკმაყოფილდნენ იმით,რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ექიმების განცხადებით, ისინი სამსახურში აღდგენას სამართლებრივი გზით ეცდებიან.