Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დარჩიაშვილის შეფასებით, შვეიცარიის ელჩის წერილი არაკორექტულია


საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, შვეიცარიის ელჩის წერილი არაკორექტულია, თუ საჯაროდ გამოქვეყნებული ვარიანტი ადეკვატური თარგმანია. დარჩიაშვილის თქმით, ევროპის სახალხო პარტია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალაა და მისი შედარება საბჭოთა კავშირთან უხერხულია. "არ გამოვრიცხავ, შვეიცარიის ელჩს ეგულისხმა ერთი და მეორე გამოსვლოდა, რადგან ასეთი რამ ხშირად ხდება”, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა ქართული დიპლომატიური არხებით გარკვევა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ”თუმცა ჩვენი დიპლომატიური სამსახური უფრო ერთი კონკრეტული პარტიის სამსახურში დგას და ქალბატონ ფანჯიკიძეს, ალბათ, გაახარებდა ასეთი განცხადება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
XS
SM
MD
LG