Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეამ გაწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია სამხრეთთან


ფხენიანი აცხადებს, რომ წყვეტს ყოველგვარ კომუნიკაციას სამხერთ კორეასთან, რადგან შესაძლოა „ნებისმიერ წუთს დაიწყოს საბრძოლო მომქედებები“. ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ გაწყვიტა საგანგებო „ცხელი ხაზი“, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ინდუსტრიულ კომპლექსში დასაქმებულ სამხრეთ კორეელ სპეციალისტებს ეხმარებოდა მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ფხენიანში სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის სრული გაწყვეტის მიზეზად სახელდება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო მანევრები კორეის ნახევარკუნძულზე. ბოლო ხანს კორეის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა რამდენჯერმე გამოვიდა მუქარით სეულისა და ვაშინგტონის მისამართით. სამშაბათს ფხენიანმა განაცხადა, რომ მისი რაკეტები მიმართულია ჰავაიზე განთავსებული აშშ-ის სამხედრო ბაზისა და სხვა ბაზების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG