Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოულონდელად იწყებს სამხედრო წვრთნებს შავ ზღვაში


რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა მოულოდნელი განცხადება შავ ზღვაში სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ. როგორც იუწყებიან, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს დილას, მოსკოვის დროით 4 საათზე მისცა შესაბამისი დავალება თავდაცვის მინისტრს. პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი არ არის ვალდებული, ამის შესახებ მეზობელ ქვეყნებს შეატყობინოს. მისი განმარტებით, მსოფლიოში დამკვიდრებული „ პრაქტიკის“ შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა წვრთნებში 7000-ზე ნაკლები ადამიანი მონაწილეობს, არ არის სავალდებულო მეზობელი ქვეყნების წინასწარ ინფორმირება. პესკოვის მონაცემებით, სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება სამხედრო-საზღვაო ძალების 36 ხომალდი სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან. მიზანია „მზადყოფნისა და კოორდინირებულობის“ შემოწმება. თებერვალში რუსეთის სამხედრო ძალებმა წინასწარ ინფორმირების გარეშე ჩაატარეს რამდენიმე სამხედრო წვრთნა და დაადგინეს, რომ ზოგ სამხედრო შენაერთს არ აღმოაჩნდა სწრაფად მობილიზების უნარი.
XS
SM
MD
LG