ავღანეთის დაზვერვის უფროსი, რომელიც თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა, ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-იდან დაბრუნდა. ასადულა ხალიდი, ავღანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების დირექტორატის უფროსი, ქაბულში ოთხშაბათს დაბრუნდა. ხალიდმა ქვედა კიდურები დაკარგა მას შემდეგ, რაც თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა დეკემბერში უსაფრთხოების სამსახურის სასტუმროში თავი აიფეთქა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ტერაქტი პაკისტანში დაიგეგმა. ისლამაბადმა უარყო ბრალდება. თალიბანმა კი განაცხადა, რომ თავდასხმა მისი ორგანიზებით მოხდა.
ყველაზე პოპულარული
1