Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს სტრასბურგში მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში შეიქმნა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის პრეცედენტი. ”კარგად ვიცი, რომ დემოკრატიული მართვის გამოცდილება გვაკლია და როდესაც შინ, ოპონენტებთან ვკამათობთ, მაშინ ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად გვაკლია პოლიტიკური დებატების გამოცდილება”, - განაცხადა პრემიერ -მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის სრულფასოვანი ნაწილი გახდეს და საამისოდ ევროსაბჭოს და სხვა ევროპული ინსტიტუტების აქტიური დახმარებაც სჭირდება. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, ერთიანობა და კეთილდღეობა დიდწილად სწორედ დემოკრატიის ხარისხზეა დამოკიდებული. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეფორმებზე, რომლებსაც მისი მთავრობა სხვადასხვა სფეროში ახორციელებს და კონკრეტულ ხარვეზებზეც, კერძოდ, თვითმმართველობებში ბოლო ხანს გავითარებულ მოვლენებზე.
XS
SM
MD
LG