Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ეცნობა აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი ეცნობა აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის გეგმაში შეტანილ ცვლილებებს, მაგრამ კვლავინდებურად მოითხოვს გარანტიებს, რომ სისტემას არ გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ. ლავროვი სამშაბათს ბრიუსელში შეხვდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, ამასთან, ორმხრივი მოლაპარაკება გამართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან. ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-რუსეთის საბჭო აქტიური დიალოგის რეჟიმში მუშაობს, თუმცა მას არ მიუღწევია მნიშვნელოვანი პროგრესისათვის ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში. სამშაბათს ნატოს მინისტერიალის თემებს შორის იყო აგრეთვე ვითარება სირიაში.
XS
SM
MD
LG