Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ კიდევ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია სცნო ”უცხოეთის აგენტად”


რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ კიდევ სამ არაკომერციულ ორგანიზაციას დაუდგინა ”უცხოეთის აგენტის” სტატუსი, რადგან ისინი დაფინანსებას იღებენ უცხოეთის ქვეყნებიდან. გაზეთ ”იზვესტიას” ინფორმაციით, ლაპარაკია ”ურალის უფლებადამცველ ორგანიზაციაზე”, მოსკოვის პოლიტიკური კვლევების სკოლასა და უფლებადაცვით ფონდ ”საზოგადოებრივ ვერდიქტზე”. სკოლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იგორ მინტუსოვმა ”იზვესტიას” განუცხადა, რომ ორგანიზაცია მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ”საზოგადოებრივი ვერდიქტის” დირექტორი ნატალია ტაუბინა ირწმუნება, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის ტერიტორიაზე არანაირ პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ეწევა. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი თვლის, რომ რუსეთში არაკომერციული ორგანიზაციების შემოწმება მათ პარალიზებას იწვევს. დღეს გაზეთ ”ვედომოსტიში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიუჟნიეკსი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგს არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოეთის აგენტების შესახებ კანონზე.
XS
SM
MD
LG