Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პრეზიდენტის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინა ბირთვულ საკითხებში წარმომადგენელმა


ირანში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო დღეა. როგორც იუწყებიან, მიმდინარე კვირაში განაცხადი 360-ზე მეტმა პირმა შეიტანა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ განაცხადი შეიტანა ბირთვული საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში თეირანის მთავარმა წარმომადგენელმა, საეედ ჯალილიმ. ის ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 2007 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს, კონსერვატორია და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკავშირეს წარმოადგენს. განაცხადის წარმდგენ სხვა პირებს შორსი არიან ყოფილი რეფორმატორი ვიცე-პრეზიდენტი მუჰამედ რეზა არეფი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ღოლამ ალი ჰადად ადელი, ასევე ხამენეის მოკავშირე. განაცხადები წარადგინეს თეირანის მერმა, მუდამედ ბაღერ ყალიბაფმა, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის მრჩეველმა ალი აკბარ ჯავანფექრმა, პრეზიდენტის უფროსმა ძმამ, დავოოდ აჰმადინეჟადმა და რეფორმების მომხრე აქტივისტმა, ებრაჰიმ ასღარზადემ. ახლა მსურველთა სიას გუშაგთა საბჭო შეისწავლის - ორგანო, რომელიც არჩევითი არ არის და რომელსაც ხამენეის მიერ დასახელებული რელიგიური კონსერვატორები აკონტროლებენ. საბჭო შემდეგ დაასახელებს იმ პირთა საბოლოო სიას, რომლებიც 14 ივნისის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატები გახდებიან. ამჟამინდელი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პოსტიდან უნდა წავიდეს.
XS
SM
MD
LG