Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებას ხუთი ადამიანი შეეწირა


პაკისტანის პროვინციის ბელუჯისტანის ქალაქ კვეტაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა მოაწყო ბელუჯისტანის პოლიციის ხელმძღვანელის რეზიდენციაზე. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ხუთი, დაშავებულია კი სამოცზე მეტი ადამიანი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, თვითმკვლელი რეზიდენციის კედელს ავტომობილით დაეჯახა, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დატვირთული. დაზიანდა ახლომდებამდე შენობებიც. თავად რეგიონული პოლიციის უფროსი თავდასხმის შედეგად არ დაზარალებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. საყოველთაო არჩევნების პროცესში, რომელიც გასულ შაბათს ჩატარდა, არაერთი თავდასხმა განხორციელდა, რამაც ასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ”თალიბანი” მოუწოდებდა მოსახლეობას არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ტერორისტული აქტებით იმუქრებოდნენ.
XS
SM
MD
LG