Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ერთ-ერთი პარტია აპირებს თალიბანთან მოლაპარაკებას


პაკისტანში პოლიტიკური პარტია, რომელსაც კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი, იმრან ხანი ხელმძღვანელობს, აპირებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება თალიბანთან, როგორც კი უმრავლესობაში იქნება ხიბერ პახტუნხვის პროვინციის საკრებულოში. ამის შესახებ ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურთან საუბარში განაცხადა რეგიონში იმრან ხანის პარტიის ლიდერმა, ასად ყაისარმა. პაკისტანში 11 მაისის არჩევნების შედეგად, იმრან ხანის პარტიას - პაკისტანის მოძრაობას სამართლიანობისათვის - ერგო ყველაზე მეტი მანდატი ხიბერ პახტუნხვის პროვინციის საკრებულოში. მოსალოდნელია, რომ ის კოალიციას შექმნის კიდევ ორ პარტიასთან ერთად. თალიბანს ძლიერი პოზიცია აქვს ხიბერ პახტუნხვის რეგიონში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს. მთელი პაკისტანის მასშტაბით მოპოვებული ხმების რაოდენობით, იმრან ხანის პარტია მესამე ადგილზე გავიდა.
XS
SM
MD
LG