Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ნინო ბურჯანაძეც იყრის


საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძეც იყრის. დღეს ”სახალხო კრებამ” არასაპარლამენტო ოპოზიციას და საზოგადოებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ბურჯანაძის პრეზიდენტად არჩევას. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს განცხადებით, ქვეყანას სჭირდება გამოცდილი პოლიტიკოსი და პრინციპული, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე და ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პრეზიდენტი. ”სახალხო კრება” ასეთ პოლიტიკოსად ნინო ბურჯანაძეს მიიჩნევს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში რეალურად კონკურენტული და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
XS
SM
MD
LG