Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჟურნალისტი ლარი კინგი რუსეთის ტელევიზიისთვის იმუშავებს


ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ლარი კინგი, რუსეთის ტელევიზიისთვის იმუშავებს. ინგლისურენოვან საინფორმაციო მაუწყებელ ერ-ტე-ს (RT - წინათ Russia Today) ცნობით, ის ივნისიდან იწყებს ლარი კინგის ონლაინ-პროგრამის “Larry King Now“ ჩვენებას. ამავე პერიოდისთვის არის დაგეგმილი კიდევ ერთი შოუ, „Politics with Larry King”. ამ პროგრამებს ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში ჩაწერენ. 79 წლის ჟურნალისტი 25 წელი უძღვებოდა ტოკშოუს ტელეკომპანია CNN-ში. ერ-ტე-ს რუსეთის მთავრობა აფინანსებს.
XS
SM
MD
LG