Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გაფიცვა შეწყდა


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გაფიცვა შეწყდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს უბრუნდნენ. ფეროშენადობთა ქარხნის ადმინისტრაცია პარასკევს დაყაბულდა პროფკავშირებთან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარესა და ქარხნის ხელმძღვანელს შორის შეთანხმება შედგა და ხელი მოეწერა კოლექტიურ ხელშეკრულებას. პროფკავშირების განცხადებით, "დოკუმენტის მიხედვით, "ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 1.5-ჯერ იზრდება, შეღავათები წესდება ტრავმატიზმის შემთხვევაში, სახელფასო პრემია გაიზარდა 8,6 %-ით, ხოლო ორი ადამიანი, რომელიც გაფიცვის დროს იყო დათხოვნილი სამსახურიდან, აღდგენილია. გაფიცვის დროს განაცდური პერიოდი შვეულების თანხის გამოანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნება. შეთანხმება თანამშრომლებისთვის კიდევ სხვა ბევრ სარგებელს გულისხმობს", ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG