Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიოლის ფონდის ათი წელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში


ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს, რომელიც თბილისში მდებარეობს, ათი წელი შეუსრულდა. იუბილე 5-6 ივნისს კონფერენციით აღინიშნა, რომლის სახელწოდებაც იყო „სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე“. ამ წლების განმავლობაში ფონდი სამ ძირითად პროგრამას ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებას, კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას და სამხრეთ კავკასიისა და ევროპის დიალოგს.

როგორ აფასებს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მოღვაწეობას საქართველოში საზოგადოება და როგორი იყო ეს ათი წელი?

ჰაინრიხ ბიოლის ფონდი მსოფლიოს 29 ქვეყანაში მუშაობს. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ცნობილი გერმანული ფონდი
თქვენი წყალობით ხერხდებოდა, რომ მშვიდ გარემოში წარმართულიყო ოპონენტებს შორის დებატებიც, დიალოგიც, რაც ძალიან უწყობდა ხელს არა მხოლოდ იმ კონკრეტული საკითხის უკეთ გააზრებას, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას...
დავით უსუფაშვილი
გადაწყვეტდა საქმიანობა კავკასიაშიც წამოეწყო და რეგიონალური ბიურო სწორედ თბილისში გაეხსნა, საქართველოს სტუმრობდა ადამიანი, რომლის სახელსაც ეს ფონდი ატარებს. ეს იყო ნობელიანტი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჰაინრიხ ბიოლი. ის საქართველოში ორჯერ - ჯერ 1966, შემდეგ კი 1972 წელს - ჩამოვიდა. ბიოლს აქ ცნობილი ქართველი გერმანული ენის სპეციალისტები ნოდარ კაკაბაძე, რეზო ყარალაშვილი, ნელი ამაშუკელი და სხვები მასპინძლობდნენ. ჰაინრიხ ბიოლის ფონდში ამ სიმბოლურ ფაქტს არასოდეს ივიწყებენ. იმ ადამიანებისათვის კი, ვისაც ამ ათი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან შეხება, ეს ადგილი მუდმივად რჩება საინტერესო და მტკივნეული დისკუსიების, ახალი აზროვნების, ტაბუების დაძლევის ადგილად. ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა გვეუბნება, რომ როდესაც ფონდმა ათი წლის იუბილეს აღნიშვნა გადაწყვიტა, ბევრ ადამიანს ერთნაირი რეაქცია ჰქონდა - ყველას ეგონა, რომ ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაარსდა საქართველოში. ბიოლის ფონდი არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, თუმცა მის სავიზიტო ბარათად მაინც იქცა ოთხშაბათის დისკუსიები, რომლის დროსაც განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები ერთი მაგიდის გარშემო ცხარედ კამათობდნენ. საუბარი საღამოს შვიდზე იწყებოდა ხოლმე და ხშირად რამდენიმე საათის
ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
განმავლობაში ხმაურით გრძელდებოდა. დღემდე ასეა. ნინო ლეჟავა ამბობს, რომ საკითხები, რომლებსაც ბიოლის ფონდი წამოსწევდა, ყველასათვის გასანკუთრებულად საინტერესო იყო:

“ეს თემები იყო: პოლიტიკური კულტურა, საზოგადოებრივი ტაბუები, ქალაქი და მოქალაქეები, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და ყველა ეს თემა ყოველთვის მძაფრ შეხლა- შემოხლას იწვევდა. ამ დისკუსიებში ასევე აისახება ხოლმე ის სხვა თემები, რომლებზეც ჩვენსხვა პროექტების ფარგლებში ვმუშაობთ. ეს არის ფემინიზმი, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის პროგრამა, პოლიტიკის გამწვანების პროექტები“.

სწორედ ეს დისკუსიები გაიხსენა 5 ივნისს, კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელსაც თავადაც არაერთხელ მიუღია მათში მონაწილეობა:
„მე სწორედ ეს დისკუსიები მახსენდება ოპონენტებს შორის იმ წლებში, როცა უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება და პოლიტიკური ტემპერატურა იყო ძალიან მაღალი. „რუსთავი 2“-ისა და სხვა ტელევიზიების ეთერში მიდიოდა თითქმის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებები ოპონენტებს შორის, მაგრამ თქვენი წყალობით ხერხდებოდა შემდეგ, რომ მშვიდ გარემოში წარმართულიყო ოპონენტებს შორის დებატებიც, დიალოგიც, რაც ძალიან უწყობდა ხელს არა მხოლოდ იმ კონკრეტული საკითხის უკეთ გააზრებას, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას“.
ნინია კაკაბაძე
ნინია კაკაბაძე

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ესწრებოდა ამ დისკუსიებს, დღეს ამბობს, რომ თუ ვინმემ შეუწყო ხელი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მათგან ერთ-ერთი პირველი ჰაინრიხ ბიოლის ფონდი იყო. იქ მისული ადამიანები, ნინია კაკაბაძის შეფასებით, ნელ-ნელა სწავლობდნენ განსხვავებული აზრის მოსმენას და ამ აზრის მიმართ ტოლერანტობას:

„ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ გზის რაღაც ნაწილი უკვე გავიარეთ და ამაში ძალიან დიდი წვლილი ნამდვილად მიუძღვის ბიოლის ფონდს. ყველაზე მწვავედ დებატები მიდის ხოლმე მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ კონფლიქტურ ზონებზე ან რელიგიურ საკითხებზე. აქ ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ უჭირს განსხვავებული აზრის მოსმენა. ამ დროს არის ხოლმე ყველაზე ცხარე დებატები, თუმცა არასოდეს ამ წლების განმავლობაში ბიოლის ფონდში არ ყოფილა ცენზურა, არასოდეს არავინ გიშლიდა განსხვავებული აზრის დაფიქსირებას და ეს იყო სივრცე, სადაც იყო შესაძლებლობა ყველას თავისი აზრი გამოეთქვა“.

ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან ბოლო სამი წელია აქტიურად თანამშრომლობს ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილიც, რომელიც ოთხშაბათის დისკუსიებში
17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ, მე მგონი, ასეთი დისკუსიები, რაც ბიოლის ფონდში იმართებოდა დახურულ კარს მიღმა, კიდევ უფრო საჯარო უნდა გახდეს და საჭიროა ამ ფორმატის გაფართოება...
თათა ცოფურაშვილი
ხშირად მონაწილეობს როგორც მომხსენებელი ისეთ თემებზე, როგორიცაა უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში, ჰომოფობია და სხვ.:

„17 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ, მე მგონი, ასეთი დისკუსიები, რაც ბიოლის ფონდში იმართებოდა დახურულ კარს მიღმა, კიდევ უფრო საჯარო უნდა გახდეს და საჭიროა ამ ფორმატის გაფართოება“.

თამთა თათარაშვილი კი ბიოლის ფონდის სტიპენდიანტია. მის მსგავსად, ამ ფონდმა სამეცნიერო კვლევის შანსი არაერთ დამწყებ მეცნიერს მისცა, თამთას შემთხვევაში კი მისი პირადი ცხოვრებაც შეცვალა:

„მე ვმუშაობდი თემაზე სექსუალობა ქართულ კინოში ბიოლის ფონდის დახმარებით და ჩემი საუნივერსიტეტო განათლების დასრულების შემდეგ ჩემთვის ეს იყო სამეცნიერო კვლევის გაგრძელების შანსი. ამას გარდა, ძალიან ძვირფასია ჩემთვის ქსელი იმ ადამიანებისა, ვინც იქ გავიცანი და, ამას გარდა, შევქმენი ოჯახი კიდევ ერთ სტიპენდიანტთან და ახლა გვაქვს ინტერნაციონალური, ქართულ-სომხური ოჯახი..."

ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ჰაინრიხ
ლაშა ბაქრაძე
ლაშა ბაქრაძე
ბიოლის ფონდი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაოს, ზოგადად, მსგავსმა ფონდმა ქვეყანაში ისე, რომ ეს ამ ქვეყანას დაეტყოს კიდეც.

თავად ნინო ლეჟავას სურვილი კი დღეს, ფონდის დაარსებიდან ათი წლის თავზე, ის არის, რომ შემდგომ ათ წელიწადში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო კიდევ უფრო გაფართოვდეს და თბილისის გარდა ოფისები ბაქოსა და ერევანშიც გაიხსნას.

ბიოლის ფონდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ელექტრონულ ფოსტაზე ახალი საჯარო დებატების შესახებ მოწვევაც მალე მოვა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG