Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპულთა ცხედრებს საქართველოში 9 ივნისს გადაასვენებენ


ავღანეთში დაღუპულ სამხედროებს საქართველოში 9 ივნისს, გამთენიისას გადაასვენებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე ავღანეთში 6 ივნისს ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადასვენების ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი პატივს მიაგებენ ავღანეთში დაღუპული გმირების ხსოვნას. 6 ივნისს ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე. 4 წლის განმავლობაში ავღანეთში 29 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG