Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას ცენტრალურ მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


კვირას ცენტრალურ მექსიკაში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მეხიკოშიც. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია ელექტრომომარაგება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი მეხიკოდან სამხრეთით, 120 კილომეტრზე მდებარეობდა, მიწის ქვეშ 50 კილომეტრის სიღრმეზე.
XS
SM
MD
LG